სხვადასხვა
სვირის საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს უფლებამოსილება შეუწყდათ
#37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სვირის #20 საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და მეორედ არჩეულ მდივანს უფლებამოსილება შეუწყდათ. წინადადებას მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა. 

#37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სვირის #20 საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და მეორედ არჩეულ მდივანს უფლებამოსილება შეუწყდათ. წინადადებას მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა. 

საკითხი დღეს, 10 სექტემბერს ახალციხის საარჩევნო ოლქში განიხილეს. კომისიის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა სვირის საუბნო კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, პირველად და მეორედ არჩეული მდივნებისა და  წევრების ახსნა–განმარტება განიხილა. ყველა მათგანი ადასტურებს, რომ კომისიის წევრებმა ნათელა ბიბილური ერთხმად დაასახელეს და მის კანდიდატურას კენჭი უყარეს.  თუმცა ნაწილი აცხადებს, რომ ბიბილურმა მდივნობაზე უარი სხდომის დასრულების შემდეგ თავადვე განაცხადა, ამიტომ ახალ მდივნად ეკატერინე ხალაძე აირჩიეს.  ამ პროცესს საუბნო კომისიის წევრების წევრების ნაწილი და საოლქო კომისიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ახალი სხდომის მოწვევა, ნათელა ბიბილური პოზიციიდან გადადგომა და ეკატერინე ხალაძის არჩევა დოკუმენტებში ასახული არ არის.

სვირის საუბნო კომიის წევრების ნაწილი  და მათ შორის ნათელა ბიბილურიც ირწმუნებიან, რომ სხდომის დასრულების შემდეგ მასთან “ქართული ოცნების” ახალციხის შტაბის უფროსი გიორგი გვარამაძე მივიდა და პოზიციის დატოვება კატეგორიულად მოთხოვა,  რაზეც ბიბილურმა განუცხადა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, მდივნობაზე უარს იტყოდა. თუმცა მას ამის შესახებ საუბნო კომისიისთვის განცხადებით არ მიუმართავს. შესაბამისად დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, კომისიის მდივანად ეკატერინე ხალაძე აირჩიეს, საოლქო კომისიამ ბათილად ცნო და ძალაში დატოვა დოკუმენტი, რომელმაც საოლქო კომისიამდე ვერ მიაღწია. ამ დოკუმენტის მიხედვით კომისიის მდივანი ნათელა ბიბილურია.

სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ კაპანაძემ განაცხადა, რომ პოზიციის დატოვება მასაც სურს, თუმცა კომისიისთვის განცხადებით ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს, ამიტომ იგი ამ დროისათვის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. თეა გავაშელის განმარტებით, ხელმეორედ შეიკრიბება კომისია, სადაც სვირის საარჩევნო უბანზე ახალი თავმჯდომარის არჩევა მოხდება.

თიკო კურტანიძე


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.