ქეთევან ხმალაძემ, პროტესტის ნიშნად, სასამართლო დარბაზი დატოვა
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ქეთევან ხმალაძისა და მასთან ერთად ბრალდებული 5 პირის სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესის მსვლელობისას დარბაზი ხმალაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ქეთევან ხმალაძისა და მასთან ერთად ბრალდებული 5 პირის სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესის მსვლელობისას დარბაზი ხმალაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. 

 ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი დავით მერაბიშვილი და სამცხე–ჯავახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი ელგუჯა კეღოშვილი დაიკითხნენ.

დავით მერაბიშვილმა გარდაცვლილი სონიკ სააკიანის ცხედრის გამოკვლევის დეტალები გაიხსენა და დაზიანებები აღწერა. მისი თქმით, ქალს კისრის არეში 7 ჭრილობა, ნეკნების მოტეხილობები, საფეთქლის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი გარდაცვალება კი საძილე არტერიის დაზიანების შედეგად, მწვავე ზოგადი ანემიის განვითარებამ გამოიწვია.

დავით მერაბიშვილის თქმით, მან გამოიკვლია ბრალდებულებიც და მათი ჩივილები ჩაიწერა,  დეტალურად აღწერა  თითოეულის სხეულზე არსებული დაზიანებები.

ქეთევან ხმალაძემ და თემურ ბერიძემ ექსპერტი ფაქტების დამალვაში დაადანაშაულეს. ხმალაძის თქმით, ის რომ ნაცემი იყო და ნეკა თითი მოტეხილი ჰქონდა, დოკუმენტში  დაფიქსირებული არ არის. ასევე არ არის აღნიშნული, თემურ ბერიძის მდგომარეობაც, რომელიც ბრალდებულის თქმით, ცემის შედეგი იყო.

ექსპერტების გარდა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვასილ ოსიძემ დასაკითხად  7 პოლიციელი წარადგინა.

მეოთხე მოწმის დაკითხვის შემდეგ ბრალდებულმა ქეთევან ხმალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა. მისი თქმით, მოწმეები ცრუობენ და არ აქვს სურვილი ტყუილებს უსმინოს.

დღესვე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა  სამი ბრალდებულის ადვოკატების საქმიდან მოხსნა-დარჩენის საკითხიც განიხილა. იქიდან გამომდინარე, რომ  წინა სხდომაზე მზექალა ზოიძე, მერი ცინარიძე და სულიკო ხიზანიშვილი არ გამოცხადდნენ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების უფლებები სახელმწიფო ადვოკატს უნდა დაეცვა.  დღევანდელ სხდომას სამივე მათგანი დაესწრო. მათ გოჩა ჯეირანაშვილს სხდომის გაცდენის მიზეზები განუმარტეს და შესაბამისი დოკუმენტებიც წარუდგინეს. მოსამართლემ სულიკო ხიზანიშვილის ცნობა საპატიოდ ჩათვალა, ხოლო დანარჩენ ორს გაფრთხილება მისცა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 11 აგვისტოს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის  13 იანვარს,  ღამით, ბრალდებულები ნინოწმინდაში ერთ–ერთ ოჯახში ფულის გატაცემის მიზნით შეიჭრნენ. წინააღმდეგობის გაწევისას 78 წლის ქალს ერთ–ერთმა მათგანმა ყელის არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმა ტყემლანის მკვიდრის ქეთევან ხმალაძის სახლში დაიგეგმა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ  ალავიძე


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.