ქალაქ ახალციხის მერია ახალ ა(ა)იპ–ს ქმნის
,,ქალაქ ახალციხის მერიის მდგრადი განვითარების სააგენტო“ – ასე ერქმევა ახალ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც ახალციხის თვითმმართველობამ შექმნა. წესდების მიხედვით, სააგენტო იმუშავებს კლიმატის ცვლილებების, ენერგოეფექტურ და მდგრადი ენერგეტიკის საკითხებზე. მისი ერთ–ერთი ფუნქცია, პროექტების მომზადება და მათ განსახორციელებლად, თანადაფინანსების მოძიება იქნება. სააგენტოს დაფუძნებას და წესდებას კენჭი საკრებულოს წევრებმა სხდომაზე უყარეს. კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, არასრულყოფილად შესწავლილი საკითხი და დამატებითი ხარჯი ადგილობრივი ბიუჯეტისთვის – ამ მიზეზების გამო, ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა აღნიშნულს მხარი არ დაუჭირეს.

,,ქალაქ ახალციხის მერიის მდგრადი განვითარების სააგენტო“ – ასე ერქმევა ახალ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც ახალციხის თვითმმართველობამ შექმნა. წესდების მიხედვით, სააგენტო იმუშავებს კლიმატის ცვლილებების, ენერგოეფექტურ და მდგრადი ენერგეტიკის საკითხებზე. მისი ერთ–ერთი ფუნქცია, პროექტების მომზადება და მათ განსახორციელებლად, თანადაფინანსების მოძიება იქნება.

სააგენტოს დაფუძნებას და წესდებას კენჭი საკრებულოს წევრებმა სხდომაზე უყარეს. კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, არასრულყოფილად შესწავლილი საკითხი და დამატებითი ხარჯი ადგილობრივი ბიუჯეტისთვის – ამ მიზეზების გამო, ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა აღნიშნულს მხარი არ დაუჭირეს. საკითხის განხილვას წარმომადგენლობით ორგანოში ხმაური მოჰყვა. მალხაზ გიქოშვილმა ა(ა)იპების მუშაობის არაეფექტურობაზე ისაუბრა და ამის მაგალითად ა(ა)იპი ,,ახალციხის ტბა“ დაასახელა.

საკითხი არასრულყოფილად რომ იყო დამუშავებული, მმართველი პარტიის დეპუტატებმაც აღნიშნეს. მიუხედავად ამისა, ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ა(ა)იპ–ის შექმნას მხარი მაინც დაუჭირეს. ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი სააგენტოს იდეას მიესალმება და მის საჭიროებასაც ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ საკითხი დასახვეწია და ა(ა)იპ–ის შექმნას მხარი ამის გამო არ დაუჭირა. შალვა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობას, ახალი სააგენტოსთვის, პროფესიონალი კადრების მოძიება გაუჭირდება.

ახალი ა(ა)იპ–ის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები. მალხაზ გიქოშვილის თქმით, ,,ქალაქ ახალციხის მერიის მდგრადი განვითარების სააგენტოს“ ფუნქციების შეთავსება, ოპტიმიზაციის მეშვეობით, სხვა ა(ა)იპ–ს შეუძლია.

ახალშექმნილი სააგენტო ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 64 ათასი ლარით დაფინანსდება და მაქსიმუმ, ხუთი კაცი დასაქმდება. თვითმმართველობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს არც ერთ მუნიციპალიტეტში, მსგავსი ფუნქციების მატარებელი ა(ა)იპი ჯერ არ შექმნილა.

ქალაქ ახალციხის საკრებულოს მეშვიდე რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა სააგენტოს შექმნის გარდა, კიდევ ერთი საკითხი განიხილეს, რომელსაც მხარი ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. საკრებულოს განკარგულება ქალაქის ტერიტორიაზე, საარჩევნო პლაკატების განთავსებას არეგულირებს.


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.