ხანძრის შედეგად, ახალციხეში მაღაზიის ნაწილი და ტანსაცმელი დაიწვა
19:20 / 25.01.2021
სავაჭრო ობიექტში, სადაც დღეს ხანძარი გაჩნდა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. მაღაზიის თანამშრომლებმა ფართის დასუფთავება და საქონლის დალაგება დაიწყეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხდა, ამიტომ შენობაში მხოლოდ 2 კვ.მ. დაიწვა. მოვაჭრეებმა გასაყიდი ნივთების უმეტესობა გარეთ გამოიტანეს. დაიწვა ტანსაცმლის მცირე ნაწილი.
შემთხვევა ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ბანკომატის ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. როგორც მაღაზიაში ამბობენ, ცეცხლი მოულოდნელად გაჩნდა და სახანძრო მანქანის მისვლამდე ჩააქრეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.