ახალი ამბები
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ბელარუსზე სარაკეტო თავდასხმას უარყოფს
ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ავიაციის მიერ მიყენებული დარტყმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია ბელარუსის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას RBC UKRAINE ავრცელებს.
„თავდაცვის სამინისტრო ცალსახად აცხადებს, რომ ინფორმაცია ბელორუსულ სოფელზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ არის სრული სისულელე“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინა გორბაჩოვამ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, დარტყმა კოპანის დასახლების მიდამოში განხორციელდა.
„დღეს 14:30 საათზე სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავები აფრინდნენ დუბროვიცას აეროდრომიდან (ბელარუსი), შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, მოტრიალდნენ ჩვენს დასახლებებში გოროდიჩისა და ტუმენში, რის შემდეგაც მათ ცეცხლი გაუხსნეს დასახლება კოპანს (ბელარუსი)“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ ნაბიჯს უწოდა პროვოკაცია და უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ჩაბმის მცდელობა.
გააზიარეთ :