სამართალი
პოლიციამ ახალციხის მაღაზიის ძარცვაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ახალციხის ერთ-ერთ მაღაზიაში შეჭრილი პირი დააკავეს. 35 წლამდე მამაკაცი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე აიყვანა.
საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ძარცვას გულისხმობს.
მამაკაცი მაღაზია „თეო-თეოში“ დაახლოებით, 17:30 საათზე შეიჭრა. თვითმხილველების თქმით, მან მომენტალური ლატარიის ბილეთი შეიძინა. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ვერაფერი მოიგო, გამყიდველს თანხის დაბრუნება მოსთხოვა.
გააზიარეთ :