რეგიონი
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 14 ბავშვი მოკლეს
რუსმა ოკუპანტებმა, 24 თებერვლიდან დღემდე, ხარკოვის ოლქში 266 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნული პოლიციის შტაბის ხარკოვის ოლქის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, სერგეი ბოლვინოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს შორის 14 ბავშვია.
ამასთან, სერგეი ბოლვინოვის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში აღნიშნულია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსული აგრესიის მსხვერპლი 3 მშვიდობიანი მოქალაქე გახდა.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :