რუსეთი თავს დაესხა სკოლას, რომლის თავშესაფარშიც 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა - BBC
უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსეთი თავს დაესხა სკოლას, რომლის თავშესაფარშიც 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მარიუპოლის საქალაქო საბჭოს Telegram-ის განახლებაში ნათქვამია, რომ სკოლის შენობა დაინგრა და ხალხი ნანგრევების ქვეშ იმყოფება.
ოფიციალური პირების თქმით, სკოლაში ქალები, ბავშვები და მოხუცები იმყოფებოდნენ.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.