ახალციხის ციხეზე შესასვლელი ბილეთები გაძვირდა
2025 წლის 01 იანვრიდან ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე შესასვლელი ბილეთის ღირებულება გაიზარდა. ციხის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ბილეთების ფასი შემდეგნაირად განისაზღვრა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის
ზრდასრული-10 ლარი
სტუდენტი-3 ლარი
მოსწავლე-3 ლარი
პენსიონერი-3 ლარი
უცხო ქვეყნის მოქალაქე:
ზრდასრული-20 ლარი
სტუდენტი-15 ლარი
მოსწავლე-15 ლარი
საექსკურსიო გიდის მომსახურება (როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი):
1-2 ვიზიტორი-20 ლარი
3-10 ვიზიტორი-40 ლარი
11-25 ვიზიტორი-60 ლარი
26-50 ვიზიტორი-100 ლარი
შესვლა უფასოა (მოწმობის წარდგენით):
ICOM-ის წევრებისათვის: 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, სოციალურად დაუცველ პირთათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ომის ვეტერანებისათვის.