აქციის მონაწილეები შობას რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ და „ალილო“ შეასრულეს
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შობის დღესასწაულს ერთად შეხვდნენ და საშობაო ალილო შეასრულეს.
ცოტა ხნის წინ ქაშუეთის ტაძართან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა და შობის დღესასწაულს აქციის მონაწილეებთან ერთად შეხვდა.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს დანთებული აქვთ სანთლები და ერთმანეთს შობას ულოცავენ.
ბათუმში კი აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში მივიდნენ.
როგორც ისინი ამბობდნენ, პროტესტის პარალელურად შობის დღესასწაულს აღნიშნავენ.
“არ დათმო თავისუფლება, საქართველო გაიმარჯვებს სახელოვნად. ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ერთიანობით გარანტირებულია. ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს”, - აღნიშნეს მათ.