მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 144-მდე გაიზარდა
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 144-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი მიანმარის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 732 ადამიანია დაშავებული.
ცნობისთვის, მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ტაილანდის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქი სტიქიის ზონად გამოცხადდა.