მანდარინის სამშობლო ჩინეთია. 1978 წლის აღმოსავლურ ხელნაწერში ჩამოთვლილია მისი 27 სახეობა და ჯიში, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა ქვეყნებისათვის გახდა ცნობილი. ერთი მანდარინი შეიცავს 31 % ც ვიტამინს, (რაც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას ), ასევე გააჩნია დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება, გარდა ამისა მანდარინი შეიცავს ბე ვიტამინს, პროვიტამინ ა-ს , პე და კა ვიტამინებს, ასკორბინის მჟავასა და მინერალურ მარილებს.
როგორც ციტრუსის წარმომადგენელს, მანდარინს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, იდეალურია ტემპერატურისა და გაციების დროს. ის მშვენივრად ასუფთავებს ფილტვებს, რაც განსაკუთრებით ეხმარება მწეველებს.
ეს ტკბილი ხილი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ფიგურისათვის, მას აქვს მხოლოდ 37 კალორია, უფრო მეტიც ცნობილია, რომ მანდარინი აჩქარებს ცხიმოვანი ქსოვილების წვას, სწორედ ამიტომ ბევრი სპორტსმენი ამ ხილს ანიჭებს უპირატესობას.
მანდარინი ასევე გამოიყენება კანის მოვლისათვის, მისი ქერქის ზეთი იდეალურია ყველა ტიპის კანისათვის (განსაკუთრებით ცხიმიანი). იგი გამოიყენება გამონაყარის წინააღმდეგ, ასევე ნაოჭების წარმოქნას უშლის ხელს და რაც მთავარია, კანის სტრუქტურის აღდგენას უწყობს ხელს, რაც ცელულიტისაგან დატოვებული კვალის მოსაშორებლად არის იდეალური, რომელის ყველა ქალს სძულს.
ამისათვის, შეგიძლიათ მიიღოთ 15 წუთიანი არომატული აბაზანა: შეურიეთ ერთმანეთს მანდარინის ზეთის 3- 5 წვეთი და 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი, წყალი უნდა იყოს თბილი ან შეიზილეთ ზეთი პრობლემურ ადგილებში სანამ არ მოხდება მათი შეწოვა კანში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.