შენობაში, სადაც აფეთქება მოხდა საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს - რა ხდება ადგილზე
31.01.2025
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე სუპერმარკეტ "სმარტის" შენობაში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, დაკეტილია შენობაც. მიმდებარე ტერიტორიაზე კი "ენერგო -პრო-ჯორჯიას" თანამშრომლები არიან, რომლებიც დაზიანებულ ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაზე მუშაობენ. მიმდებარე ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
წუხელ გვიან ღამით, "სმარტში" მომხდარი აფეთქების შედეგად, შენობის უკანა ქუჩაზე ხუთამდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ჩამსხვრეულია ფანჯრების მინები, ზოგიერთ მათგანში ჭერიც დაზიანდა.
იმის, გამო რომ ფანჯრის მინები სულ დამსხვრეული იყო, მერიამ ერთი ოჯახი სასტუმროში გადაიყვანა. რა ზარალი მიიღეს დანარჩენმა ოჯახებმა, მუნიციპალიტეტის გვითხრეს, რომ ჯერ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და სხვა დეტალები შემდეგ გაირკვევა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სუპერმარკეტის შენობაში სავარაუდოდ გათბობის ქვაბი აფეთქდა, თუმცა ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის - 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტ "სმარტის" მეორე სართულზე აფეთქება წუხელ დაახლოებით 23:00 საათისთვის მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა. თანამშრომლები შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.