რეგიონი
რუსებმა პოლტავას დაარტყეს
რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
ასევე, პოლტავაში განხორციელებული რუსეთის დარტყმის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და 12 ავტომობილი დაზიანდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
Տարածեք :