არა რუსულ რეჟიმს! - ახალციხეში აქცია გაიმართება
"არა რუსულ რეჟიმს!"- დღეს, 18 იანვარს ახალციხეში აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები 18:00 საათზე შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გააპროტესტებენ.
რეგიონებში და დედაქალაქში, თითქმის ორი თვეა პროტესტის ტალღა არ წყდება.
მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია, ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.