საზოგადოება
არამ მურადიანი, რომელსაც ორი კვირაა ეძებენ, გარდაცვლილი ნახეს
ახალციხეში, 26 წლის მამაკაცი, რომელსაც ნათესავები ორ კვირაზე მეტია ეძებენ, გარდაცვლილი ნახეს.
აღნიშნული ინფორმაცია tv9news.ge -ს, გარდაცვლილის ახლობლებმა დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი, სოფელ ხაკის სასაფლაოზე ნახეს.
არამ მურადიანის ძებნის სამუშაოებში, სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.
სამძებრო სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობდა, მათ შორის სოფლების ხაკისა და საძელის მიმდებარედ.
მომხდართან დაკავშირებით, რა მუხლით მიმდინარეობს ძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ველოდებით.
Տարածեք :