27 წლის სანდრო შემაზაშვილს ოჯახი მეოთხე დღეა ეძებს
ასპინძის, სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრებ 27 წლის სანდრო შემაზაშვილის, სამართალდამცველები და ახლობლები უკვე მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ.
ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ პოლიცია ახალგაზრდას ქვეყნის მასშტაბით ეძებს, რადგან 2 თებერვალს დილით კამერებმა ახალციხეში, "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან დააფიქსირეს, შემდეგ კი თბილისის მიმართულებით გზაზე, თუმცა აქედან სანდროს კვალი ქრება.
დაკარგული სანდრო შემაზაშვილი შშმ პირია. არ შეუძლია საუბარი და არ ესმის, თუმცა როგორც ახლობლები ამბობენ, შეუძლია ჟესტების ენით საუბარი. მათივე თქმით, სანდროს აცვია შავი ქურთუკი, ბეწვიანი ყელით, შავი სპორტული შარვალი და თეთრი ბოტასი.
თუ ვინმე სადმე შეამჩნევთ დაუკავშირდით ოჯახის წევრებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 574414130; 568943094; 557381701.