27 წლის სანდრო შემაზაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
ოთხ დღიანი ძებნის შემდეგ, ასპინძის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები, 27 წლის სანდრო შემაზაშვილი, დღეს 5 თებერვალს საღამოს გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ახლობლებმა გვითხრეს, სანდრო შემაზაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
სანდრო შემაზაშვილი, სახლიდან პირველ თებერვალს გვიან ღამით გავიდა. მას ოჯახი და სამართალდამცველები ქვეყნის მასშტაბით, ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, საქმეზე ძიება სსკ-ს 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.