საზოგადოება
ახალციხეში რუსული ინტერნეტ-მაღაზია wildberries ამოქმედდა
ახალციხეში ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული მარკეტფლეისი Wildberries ამოქმედდა. რუსეთის გარდა, Wildberries ემსახურება: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსიას, ყაზახეთს, ყირგიზეთს და უზბეკეთს.
რუსული სანქცირებული კომპანია კრემლთან დაკავშირებული და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის გამო, ასევე მისი დირექტორი, უკრაინისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, პოლონეთის შავ სიაში არიან.
სანქცირებული რუსული ონლაინ სავაჭრო პლატფორმა, Amazon-ის რუსულ ანალოგად მოიაზრება.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე, კომპანიას ადრე ჰქონდა მომსახურება საფრანგეთში, გერმანიაში, ისრაელში, იტალიაში, მოლდოვაში, პოლონეთში, სლოვაკეთში, ესპანეთში, თურქეთში, შეერთებულ შტატებსა და უკრაინაში.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორამაციის თანახმად, Wildberries ცოტა ხნის წინ ჩეჩმეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზა კადიროვის უახლოესი წრის წარმომადგენელმა დაისაკუთრა.
Wildberries-ის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოში ასევე გაიხსნა ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული მარკეტფლეისი Ozon.
Տարածեք :