საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა
საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა და ქვეყნის მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების ვადა კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა.
ახალი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეებს, რომლებმაც 2018 წლის 15 აგვისტომდე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა, მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით მიმართვა შესაბამისი უწყებებისთვის 2027 წლის 1 იანვრამდე შეუძლიათ. წინა კანონით ეს შესაძლებლობა შემოიფარგლებოდა 2024 წლის ბოლომდე.
გარდა ამისა, 1993 წლამდე საქართველოში დაბადებულთა მოქალაქეობის მიღების ვადა ასევე ორი წლით გახანგრძლივდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ინტერესი მოქალაქეობის აღდგენის პროცესის მიმართ. საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებითი მემორანდუმის მიხედვით, 2021 წელს შემოვიდა 1073 განცხადება, 2022 წელს – 3064, 2023 წელს – 1999.
ცვლილებები ძალაში პარლამენტის მიერ საბოლოო მიღებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა.