სამცხე-ჯავახეთში ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა - ქვეყანაში გლოვის დღეა
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
სახელმწიფო დროშები დაეშვა სამცხე-ჯავახეთში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე მათ შორის ახალციხესა და ასპინძაში.
დროშები დაშვებულია აბასთუმნის ფილტვის ცენტრი''-ს ეზოში.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარი 5 იანვარს მოხდა, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხანძრისაგან გარდაცვლილ ბავშვებს დღეს დაკრძალავენ.