"დიალოგი" - რწყვის სეზონი და პრობლემები სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში რწყვის სეზონი დაიწყო. ისევე, როგორც გასულ წლებში ამ მიმართულებით რეგიონში ისევ არაერთი პრობლემაა. ფერმერები სოფლებში, საირიგაციო სისტემების არარსებობაზე და სატუმბი სადგურების მაღალ ტარიფებზე საუბრობენ. გარდა ამისა ზოგიერთ სოფელში, ნაკვეთების მოსარწყავად საკმარისი წყალიც არ არის და ადგილობრივები წვიმის იმედად რჩებიან, არადა მაღალი მოსავლიანობის მისაღებად მორწყვის პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ გადაცემა "დიალოგში" სტუმრებთან ერთად.