დიალოგი - თანამედროვე ტექნოლოგიები არჩევნებში
საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ქვეყანაში, წინა საარჩევნო კამპანია დაწყებულია. საოლქო საარჩევნო კომისიები არჩევნების ჩასატარებლად ემზადებიან. წელს სიახლეა ის, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საკუთარ არჩევანს ელექტრონული აპარატის საშუალებით გააკეთებს. რეგიონში 188 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან ხმის მიცემა ელექტრონულად 113 უბანზე იქნება შესაძლებელი, დანარჩენ 75-ში ამომრჩეველი სასურველ პარტიას ტრადიციული წესით აირჩევს.