სად და რამდენ ოქროს ვყიდით
საქართველოდან ოქროს ექსპორტი 13-წლიან მაქსიმუმზეა. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ უცხოეთში 96.158 მლნ დოლარის (2.4 ტონა) ოქრო გაიტანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის 20%-ით, 2012 წლის მაჩვენებელს კი 15%-ით აღემატება.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტზე 80.388 მლნ დოლარის (2.48 ტონა) ოქრო გავიდა, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ოქროს ექსპორტიდან ქვეყანამ 83.450 მლნ-ს შემოსავალი მიიღო. (გავიდა 3.5 ტონა)
აღსანიშნავია, რომ როგორც სხვა წლებში, 2024 წლის იანვარ-ნოემბერშიც დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით ოქროს ექსპორტი ძირითადად შვეიცარიაში განხორციელდა.
ქართული ოქროს იმპორტიორი ქვეყნები:
შვეიცარია - 88.493 მლნ დოლარი (2.25 ტონა)
თურქეთი - 6.492 მლნ დოლარი (0.13 ტონა)
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1.172 მლნ დოლარი (0.02 ტონა)
რაც შეეხება ფასს, მსოფლიოში ოქროს გაძვირების კვალდაკვალ, ცხადია, გაიზარდა ქართული ოქროს საექსპორტო ღირებულებაც. თუ 2023 წელს ერთი ტონა ქართული ოქრო საშუალოდ, 32.414 დოლარი ღირდა, 2024 წლის იანვარ-ნოემბრის საშუალო საექსპორტო ფასი 40.065 დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, გამოდის, რომ გასულ წელს ქართული ოქროს ფასი 23.6%-ით გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებითაც, ქართული ოქრო 3.7%-იანი წილით 10 ყველაზე დიდ საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში მოხვდა და მე-8 ადგილზეა.