"ჩვენ გვინდოდა მშვიდობა, რაც არ არის" - ასპინძაში 2024 წელს აფასებენ
ასპინძაში ადგილობრივები 2024 წელს აფასებენ. ისინი ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში თუ ქვეყანაში წინა წლებისგან განსხვავებით არაფერი შეცვლილა, პირიქით გაიზარდა პროდუქტებზე ფასები, კვლავ პრობლემად რჩება სოციალური თუ სხვა ეკონომიკური საკითხები. თუმცა, მათ ახლა ყველაზე მეტად, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ადარდებთ.
ასპინძელები ამბობენ, რომ არჩევნებმა, ქვეყნის მთავრობის მიერ შეცვლილმა კურსმა, აქციებმა, სადაც მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობენ, მათი ყოფითი პრობლემები გადაფარა. დაბის მოსახლეობას ახალ 2025 წელს, ქვეყანაში მშვიდობის დამყარების იმედი დარჩათ.