"ახალციხის სასამართლომ გაითვალისწინა ის, რასაც აკეთებს კლანის სასამართლო" - დავით ახალკაცი გადაწყვეტილებაზე
ახალციხის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო. საახალწლო კონცერტის მონაწილეებისთვის "მონის" დაძახების გამო ის, 2 000 ლარით დააჯარიმეს, პოლიცია 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა.
დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
შემთხვევა 20 დეკემბერს მოხდა, დავით ახალკაცმა ნუცა ბუზალაძისთვის 18 000 ლარის გადახდა გააპროტესტა. დეპუტატის შეძახილმა ახალციხის მერის მოადგილე გააღიზიანა და დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით მხოლოდ ახალკაცი დააკავეს. იგი, ამბობს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.
მოსამართლემ, ახალკაცი 22 დეკემბერს სხდომიდანვე გაათავისუფლა, თუმცა საქმის განხილვა და მოწმეების დაკითხვა გაგრძელდა.
სხდომაზე დაიკითხნენ სამართალდამცველები და მოქალაქეები, თუმცა არ დაუკითხავთ ახალციხის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, რომელთან შელაპარაკების დროსაც პოლიციამ კოალიცია "ცვლილებების" წევრი დააკავა. დაცვის მხარის თქმით, ყველა მათგანს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება ჰქონდა. ისინი ამბობდნენ, რომ მერის მოადგილის გინება არ გაუგიათ.
ახალკაცის ადვოკატები აპირებენ თანამდებობის პირის მიერ ახალკაცის შეურაცხყოფის ფაქტზე სასამართლოს მიმართონ.