,,როგორ ბედავ იქონიო საკუთარი აზრი" - ახალციხელები რეპრესირებულ ჟურნალისტებზე
დაშავებული ჟურნალისტებისთვის სოლიდარობის აქცია გაიმართა ახალციხეში. აქციაში ადგილობრივი ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, პედაგოგები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შავნიღბიანების მიერ ნაცემი ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქციები საქართველოს ოთხ ქალაქში - ახალციხეში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში მიმდინარეობს. ჟურნალისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტონ მედიაზე თავდასხმები და ძალადობის წახალისება, ცემის ფაქტები კი გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ.