„რისი არჩევნებია რა არჩევნებია? - პატარა პამაჯის მოსახლეობის განწყობები
ახალციხის სოფელ პატარა პამაჯში მოსავალს აბინავებენ. ცდილობენ, სანამ ჩამოთოვს, გოგრა და ყანაში შემორჩენილი ბოსტნეული სახლამდე მიიტანონ, კომში ჩამოკრიფონ, ტონობით კარტოფილი გადაარჩიონ და გასაყიდად გაამზადონ. ყოველდღიურ საქმეს ისიც ემატება, რომ ქართულენოვან არხებს თვალს ვერ ადევნებენ, ამიტომ საარჩევნო სუბიექტებზე ბევრი არაფერი იციან. ამბობენ, რომ მხარი უნდა დაუჭირონ მმართველ პარტიას. მთავარი დაპირება მშვიდობაა.
პატარა პამაჯში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის გამო მამაკაცები სეზონურ სამუშაოებზე, რუსეთში დადიან, ადგილობრივები პრობლემებზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან. ამბობენ, რომ მათთან ყველაფერი კარგადაა და არც ცხოვრებას უჩივიან.