ამინდი
-20 გრადუსი ყინვა - ამინდის პროგნოზი სამცხე-ჯავახეთში
26 და 27 თებერვალს, საქართველოში დროგამოშვებით თოვა და ყინვაა მოსალოდნელი. ახალციხეში ყინვა და თოვლი იქნება, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა - 2 და +1 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 8 და მინუს 21 გრადუსს უნდა ველოდოთ.
დღისით -2 და 0 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამით კი -6 და -12 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. დღისით ასევე ყინვა და თოვლია მოსალოდნელი.
უნალექო დღე იქნება ასპინძაში. ტემპერატურა დღისით -3 და -2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -10 და -15 გრადუსი იქნება.
თოვს ადიგენშიც. დღისით ჰაერი -5 და -3 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით -8 და -12 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდი იქნება დღის განმავლობაში, ახალქალაქში დღისით -8 და -7 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით -13 და -18 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში კი სინოპტიკოსები დღისით -9 და -10 გრადუსს, ხოლო ღამით -13 და -20 გრადუსს ვარაუდობენ.
თოვლი და და ყინვაა რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა -5 და -2 გრადუსია, ხოლო ღამით -10 და -19 გრადუსი იქნება. ხოლო ბაკურიანში, ტემპერატურა დღისით -11 და -8 გრადუსია, ხოლო ღამით -12 და -15 გრადუსია ნავარაუდევი.
ყინვა და ქარია მოსალოდნელი დედაქალაქშიც. ტემპერატურა დღისით +3 და -2 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი +4 და -3 გრადუსი იქნება.
Տարածեք :