81 ინფიცირებული და 13 გამოჯანმრთელებული
საქართველოში კორონავირუსით დაავადების კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
ამ დროისთვის დაავადებულთა საერთო რაოდენობა 81 - მდე გაიზარდა.
აქედან 13 უკვე გამოჯანმრთელებული და კლინიკიდან გაწერილია.
კარანტინის რეჟიმში 4 505 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 247.