კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი. დღეს, 4 აპრილს, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა ერთი პირის გარდაცვალების ფაქტი.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამჟამად, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 330 მოქალაქე.