COVID19
ახალციხის საკარანტინე ზონაში 71 მოქალაქე შეიყვანეს
ახალციხის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ კარანტინში, ორკვორიან დაკვირვებას 71 პირი გაივლის. მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი სომხეთიდან გადმოკვეთეს.
"ახლა გადიან რეგისტრაციას, ჯერ არ ვიცით ყველა ჩვენი რეგიონის მაცხოვრებელია თუ არა", - გვითხრა სამხარეო ადმინიატრაციის აპარატის უფროსმა გიორგი მიქელაძემ.
ამ დროისთვის, რეგიონის შვიდ საკარანტინე ზონაში 471 პირია განთავსებული. აქედან 399 ბაკურიანის ხუთ სასტუმროში, 72 კი ახალციხეში.
Տարածեք :