COVID19
კორონავირუსთან თანაცხოვრების შვიდი თვე ციფრებში (ინფოგრაფიკა)
ცხრა თვეა მსოფლიო ახალი კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ამ ბრძოლაში ჩაბმა საქართველოს თებერვლიდან მოუწია. პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ ხნის განმავლობაში, (31 აგვისტოს მონაცემებით) 1 487 პირი დაინფიცირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, პაციენტების მაქსიმალური ასაკი 90 წელია, ხოლო მინიმალური 9 თვე.
სიმპტომებს შორის ყველაზე ხშირია ცხელება (54%) და ხველა (23,4%). შემთხვევათა 11%-ში სიმპტომები ჰოსპიტალიზაციისას არ აღინიშნებოდა.
31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსისგან 1 240 პირი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში COVID-19-ით პირველი პაციენტი ოთხ აპრილს გარდაიცვალა. 31 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში სულ 19 პირია გარდაცვლილი.
პანდემიის დაწყებისთანავე, ეპიდემიოლოგები შემოდგომით ვირუსის მეორე ტალღას ვარაუდობდნენ. იმისთვის, რომ სეზონური გრიპის შემთხვევების მატებასთან ერთად, კორონავირუსის შემთხვევებმა კრიტიკულად არ მოიმატოს, ექიმები მოქალაქეებს დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ. ამ დროისთვის, ვირუსის გამოვლენის შემთხვევები პერიოდულად რამდენიმე ათეულამდე იმატებს და იკლებს.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Տարածեք :