SSSS
სიახლეები
აბასთუმანში მძიმე ტექნიკა შევიდა
აბასთუმნის ტყეში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილიმა განაცხადა, აღნიშნული ტექნიკა გზების გაჭრას დაიწყებს, რათა სახანძრო მანქანებს ცეცხლის კერამდე მისვლა გაუადვილდეთ.
„ჩვენ გამოვიძახეთ მძიმე ტექნიკა, რომელიც უახლოეს საათებში ადგილზე იქნება და გზების გაჭრას დაიწყებს, რათა სახანძრო მანქანები ცეცხლის კერამდე მივიდეს. ასევე ჩართულია ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები ადგილზე არიან, ასევე შემოგვიერთდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა, რომელმაც ბორჯომშიც და ახალციხეშიც მოახდინა ხანძრის კერების ლიკვიდაცია. ეს ადამიანები გადმოვისროლეთ ამ ცხელ წერტილში“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და მეხანძრე-მაშველები. თუ საჭირო გახდა, მეგობარი ქვეყნების ჩართულობა აბასთუმანის ტყეში ხანძრის ლიკვიდაციაში, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ, - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მღებრიშვილის თქმით, აბასთუმნის თავზე ცეცხლის ახალი კერაა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს არის. მინისტრის ინფორმაციით, მიუვალი ტყეა და გზები პრაქტიკულად არ არის.

„დაბნელებამდე იმუშავებს ვერტმფრენი, რაც შეეხება ცოცხალ ძალას, მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს ტყეში. ჩვენ ახლა დამატებით ძალებს კიდევ ვაგზავნით იმისათავის, რომ ადგილზე მოახდინონ ცეცხლის ლოკალიზება“, - განაცხადა შს მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.


Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.0245
EUR
EUR
1
2.9010
RUB
RUB
100
2.8840
TRY
TRY
1
0.0776
USD
USD
1
2.7940
Օրացույց
«« Փետրվար  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.