SSSS
სიახლეები
მიღებული კანონით, გამგებლის წარმომადგენლებზე შესაძლოა წინასაარჩევნოდ ზეწოლა განხორციელდეს
,,2017 წლის ივნისი-ივლისში საშტატო ნუსხებიდან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის (ე.წ. სოფლის რწმუნებული/გამგებელი) პოზიცია იქნა ამოღებული, ამ პოზიციებზე მომუშავეებთან კი შრომითი ხელშეკრულებები იქნა გაფორმებული. მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამოა" – ვკითხულობთ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"–ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონმა საჯარო დაწესებულებები დაავალდებულა, რომ 1 ივლისამდე დაწესებულებაში არსებული ყველა თანამდებობა ახალი კანონით გათვალისწინებულ რანგებში გადაენაწილებინა. კანონის 125-ე მუხლის 1 და მე-2 პუნქტებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობა გულისხმობს დამხმარე, ტექნიკურ ან დროებითი ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებას, იგი იქნება შტატიდან ამოღებული, ხოლო ამ პოზიციაზე მომუშავე პირებთან დაიდება შრომის ხელშეკრულება.

რეგიონების მუნიციპალიტეტებში მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენელი დამხმარე, ტექნიკური ან დროებითი თანამდებობაა და იგი მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხიდან ამოიღეს, მაშინ, როდესაც ამ თანამდებობის არსებობას კანონი ითვალისწინებს, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგეობების დებულებით განსაზღვრული მათი უფლება-მოვალეობების ჩამონათვალი თავისი არსით მუდმივია და ამ თვალსაზრისით არსებითად არ განსხვავდება მუნიციპალიტეტების საშტატო ნუსხით განსაზღვრული ზოგიერთი თანამდებობების სამუშაო აღწერილობისგან.

გარდა კანონის შესაძლო დარღვევისა, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლის სამოქალაქო ხელშეკრულებაზე გადაყვანა გაზრდის მათი პოლიტიზების რისკებს, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კუთხით. აქამდე ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლის წარმომადგენლები დანიშნული იყვნენ საჯარო კონკურსის მეშვეობით უვადოდ, მაგალიტად, სამეგრელო-ზემო სვანეთში მათ უმრავლესობას ატესტაციაც ჰქონდა გავლილი. შრომითი ხელშეკრულებით მათი დასაქმებისას, კი ისინი დაინიშნებიან გამარტივებული კონკურსით (რაც მხოლოდ გამგებელთან გასაუბრებას შეიძლება გულისხმობდეს), ხოლო ხელშეკრულება იქნება ვადიანი, რომლის გასვლისას მისი გათავისუფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იქნება შესაძლებელი.

ზემოაღნიშნულ ვარაუდებსა და ეჭვებს ადასტურებენ თავად გამგებლის წარმომადგენლებიც. ცვლილების განხორციელების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაუკავშირდა გამგებლის რამდენიმე წარმომადგენელი. მათ აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებისათვის შრომითი ხელშეკრულების გაგრძელება, მათი ვარაუდით, დამოკიდებული იქნება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ კონკრეტულ სოფლებში ნაჩვენებ შედეგებზე. ისინი გამოთქვამენ ეჭვს, რომ ეს გადაწყვეტილება წარმომადგენლებზე წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის განხორციელების მიზნით იქნება გამოყენებული. ეს პირები საჯარო საუბრისგან თავს იკავებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ადგილობრივი თვითმმართველობის საკადრო პოლიტიკა გამგებლების წარმომადგენლეთან დაკავშირებით კანონთან შეუსაბამოა. გარდა ამისა, მსგავსი ცვლილებების განხორციელება, განსაკუთრებით კი არჩევნებამდე პერიოდში, ქმნის მაღალ რისკებს იმისა, რომ გამგებლის წარმომადგენლის პოზიციის საშტატო ნუსხიდან შრომით ხელშეკრულებებზე გადაყვანა ხელისუფლების მიერ მათზე ზეწოლისა და საარჩევნო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს - გადახედონ ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და საკადრო პოლიტიკა მოიყვანონ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;

ასევე – საჯარო სამსახურის ბიუროს - შეიმუშავოს უფრო დეტალური ინსტრუქცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

წყარო: ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"
Facebook Twitter
Հայտնի..
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
Օրացույց
«« Հունվար  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/먹튀위크开云体育seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetbetigma girişmatbetdizipaltürk ifşa킹콩티비matadorbet스마일퀄리티matbetholiganbethuqqabetสล็อตเว็บตรงสล็อตBetigmajojobetjojobethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereajojobet girişiptv satın aljojobetmarsbahispaşacasinobetnanocasinolevantjojobetjojobetmeritkingvdcasinosahabet girişalobetalobetbetofficeGalabetmagic mushroomsholiganbettaraftarium24deneme veren sitelerjojobetMMA Streamskiralık hackerdinamobetmatbetcasibom girişcasibomcasibommp3juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibom güncel girişcasibom girişlunabetultrabetultrabetholiganbetholiganbetholiganbetjojobetholiganbetdeneme bonusu veren yeni sitelermatbetcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahisiptvmatbetcasibomлучшие казинолучшие казиноcasibomdeneme bonusu veren sitelercasibom giriş1xbetonwiniptv testcasinolevantmatbetholiganbetmatbetret casinodeneme bonusu veren siteler 2026Streameastslot gacorTotalsportekjojobetcasibomjojobetdeneme bonusu veren yeni sitelerSahabettelegram ifşangsbahisngsbahistrslotnerobetefescasinosmartbahisngsbahiscasibomholiganbetholiganbetStreameastлучшие онлайн казинобездепозитный бонус казиноводка казиноslot onlinegiftcardmall/mygifttest-anahtar-1holiganbetholiganbet girişjojobetjojobetjojobetGiftcardmall/Mygiftcasinoperjojobetjojobet girişcasibomcasibom girişextrabetdizipaljojobet