სიახლეები
,,ნახე პირველად ბაკურიანში"
4-7 ოქტომბერს ბაკურიანი პირველ ქართულ კინოფორუმს უმასპინძლებს. "ნახე პირველად ბაკურიანში" - ამ სლოგანით ეროვნული კინოცენტრის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი.
ყოველ წელს ბაკურიანი ქართული კინოსექტორის წარმომადგენლებს და უახლეს ფილმებს უმასპინძლებს. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ "დიდველში" - დასწრების მსურველებმა იხილეთ პროგრამა:
პროგრამა
4 ოქტომბერი
• 15.30 უახლესი მოკლემატრაჟიანი ფილმების პროგრამა (120 წთ)
• გახსნის ფილმი "დედე" (90 წთ) რეჟისორი - მარიამ ხაჭვანი
5 ოქტომბერი
• 12.00 კანის ფესტივალის "კრიტიკოსთა კვირეულის" პროგრამის ფილმი (ინგლისური სუბტიტრებით)
• 15.30 "ლუკა"(100 წთ) რეჟისორი - გია ბარაბაძე
• 18.00 " ხიბულა" (100 წთ) რეჟისორი - გიორგი ოვაშვილი
• 21.00 "სავარძელი" (90) რეჟისორი - ელდარ შენგელაია
6 ოქტომბერი
• 11.00 "კრიტიკოსთა კვირეულის" პროგრამის ფილმი (ინგილსური სუბტიტრებით)
• 13.00 კანის კინოფესტივალის პროგრამის "კრიტიკოსთა კვირეულის" კომისიის წევრის და კანალ პლუსის კინოკრიტიკოსი - ოლივიე პელისონის ღია ლექცია.
• 16.00 ანიმაციური ფილმების პროგრამა (50 წთ)
• 18.00. "ნამე" (90 წთ) - რეჟისორი - ზაზა ხალვაში
• 20. 00 "საშიში დედა" (100 წთ) რეჟისორი - ანა ურუშაძე
7 ოქტომბერი
• 11.00 "მზის ქალაქი" (100წთ) რეჟისორი - რატი ონელი
• 14.00 პანელ დისკუსია თემაზე - ქართული კინოს ტენდენციები და კინოკრიტიკა დღეს.
Տարածեք :