ბორჯომში, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე გახდა
სხდომის უხუცესმა წევრმა და თავმჯდომარემ თედო არბოლიშვილმა დღის ბოლოს სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ სხდომა გააგრძელა
და თავმჯდომარისა და მოადგილის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო.
კენჭისყრაში მხოლოდ ოპოზიცია მონაწილეობდა. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა იყო წარდგენილი – ზაზა ჩაჩანიძე ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან" და ვახტანგ ქვათაძე – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან".
ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე გახდა, ხოლო მოადგილე, ასევე ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი.
ხმაურიან პირველ სხდომას დღის განმავლობაში 28 დეპუტატი ესწრებოდა.
ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც წევრთა უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს. საკრებულოში 13 დეპუტატი მმართველი გუნდიდან, 15 კი ოპოზიციიდან არის. სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მრავალპარტიული საკრებულო ბორჯომს ჰყავს.