პოლიტიკა
„აქამდეც უნდა გადამდგარიყო“ - ახალციხეში ოპოზიცია გახარიას გადაწყვეტილებას აფასებს
საქართვეოს უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ მისი გუნდის ზოგიერთი წევრისთვის, არამედ ოპონენტების ნაწილისთვისაც. ახალციხეში მოქმედი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გახარია ქვეყანაში მიმდინარეო მოვლენებზე პაუხისმგებლობას გაექცა.

ეს გადაწყვეტილება გახარიას აქამდეც უნდა მიეღო. „ოცნება“ ახალ მთავრობას კი არ უნდა აყალიბებდეს, ხელახალი არჩევნები უნდა დანიშნონ. შემოდგომამდე საარჩევნო კომისიები შეიცვლება და შეგვეძლება საქართველოში ჩავატაროთ ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური არჩევნები,“, - ამბობს "ლელო–საქართველოსათვის" ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯუმბერ ინასარიძე. მისი თქმით, გახარიამ მოვლენების შესაძლო განვითარება შეაფასა და დაძბულ პოლიტიკურ სიტუაციას გაეცალა.

„20 ივნისს თვალები რომ დათხარეს ახალგაზრდებს, მაშინ უნდა ეღიარებინა გახარიას, რომ მე გავეცი ბრძანება ამ ყველაფრისო. გუშინ აპირებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიის აღებას, სპეცრაზმი გამზადებული იყო და გახარიას ეტყობა აღარ უნოდოდა ხელმეორედ თავზე აღება ამ ყველაფერის და წავიდა, ჭკვიანურადაც მოიქცა“, - ამბობს ჯუმბერ ინასარიძე.

გახარამ მოკლე განცხადებაში, გადადგომის მთავარ მიზეზად, ნიკა მელიას საკითხზე გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით ბალიაშვილი ამბობს, რომ გახარიამ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მართებული იყო. ვფიქრობ, სწორად მოიქცა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდი შედეგები დადგებოდა. რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზისს და არეულობას - ვფიქრობ გიორგი გახარიას ეს გადაწყვეტილება მსგავსს არაფერს გამოიწვევს“, - ამბობს დავით ბალიაშვილი.
პასუხისმგებლობას გაექცა - ფიქრობს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ სადათიაშვილი.

„დასაფასებელი მომენტია, მაგრამ ამით პასუხისმგებლობა აირიდა. ვნახოთ რა მოხდება, ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი. ვფიქრობ, თავისი თავი დაიცვა, რადგან ნიკა მელიას დაკავებას თავისი შედეგები მოყვებოდა. დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ვფიქრობ, მომავალში სიტუაცია უფრო გამწვავდება და ოცნების მმართველობა დასრულდება“, - აცხადებს ზურაბ სადათიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დღეს, 18 თებერვალს
დატოვა.
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
Օրացույց
«« Մայիս  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.