ტარიელ ლონდარიძე: “გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი”
გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი – ამის შესახებ "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ტარიელ ლონდარიძემ სოციალურ ქსელში
განცხადება გაავრცელა.
მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მიიჩნევს, რომ
სააკაშვილმა ვერ შეძლო პარტიაში დაპირისპირების განმუხტვა და
გამაერთიანებელი ლიდერის როლის შესრულება.
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირებაში
მიხეილ სააკაშვილის როლია, რომელმაც ვერ შეძლო პარტიაში
დაპირისპირების განმუხვტა და გამაერთიანებელი ლიდერის როლის
შესრულება, რაც პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. დრო გაივლის,
ვნებათაღელვა ჩაცხრება, ცივ გონებაზე თითოეული დაფიქრდება და
დასკვნებს გამოიტანს. მეკი გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი და
ვცადო დავუმტკიცო საკუთარ თავს რომ მის გარეშეც შემიძლია ვებრძოლო
ჩემი ქვეყნის მტრებს. იმედს ვიტოვებ დადგება კვლავაც გაერთიანების
დრო" – აცხადებს ტარიელ ლონდარიძე.