7 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება
7 თებერვალს ბიუროს სხდომის შემდეგ პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება.
რეგლამენტის თანახმად, სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.
8 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება, რაზეც გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.
საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.
საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე მსჯელობის საგანი იქნება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხებს განსაზღვრავს. კანონპროექტი ინცირებისათვის მზად არის და ის ბიუროს, სავარაუდოდ, 7 თებერვლის სხდომაზე წარედგინება.
წყარო: ინტერპრესნიუსი