ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ლობჯანიძე ოფიციალურად სამი დღის ვადაში დაბრუნდება.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სხდომის თავმჯდომარემ, თამაზ ძაძამიამ დეპუტატებს ცნობის სახით წარუდგინა, რის შემდეგაც, საკრებულოს პირველმა პირებმა სხდომათა დარბაზი მაშინვე დატოვეს. დეპუტატებს კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ.
გაურკვეველია, როდის და როგორ მოხდება განაცდურის ანაზღაურება ლევან ლობჯანიძისთვის, რომლის ოდენობაც დაახლოებით, 62 000 ლარს შეადგენს. იმედა მღებრიშვილის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები გათვალისწინებული არ არის.
საკრებულოს აპარატის იურისტი შავლეგ ტყემალაძე განმარტავს, რომ ლევან ლობჯანიძის თანამდებობაზე დაბრუნების საკითხზე ოქმი
შედგება. ხელს თამაზ ძაძამია სამი დღის ვადაში მოაწერს. რის შემდეგაც, ლობჯანიძე საკრებულოს თავმჯდომარის უფლება–მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
საკრებულოს წევრებს ეჭვი აქვთ, რომ დეპუტატების ნაწილი ხელახალი იმპიჩმენტისთვის ემზადება. აღნიშნულს არ გამორიცხავს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი.
დღეს გამართულ სხდომაზე, რვა საკითხი განიხილეს. უზენაესი სასამართლოს განჩინება, დღის წესრიგის მიხედვით, ბოლო საკითხად იყო ჩანიშნული.
უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვით, ადიგენის საკრებულო ვალდებულია, ლევან ლობჯანიძე თავმჯდომარის თანამდებობაზე აღადგინოს. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 4 მარტის საკრებულოს სხდომის ოქმი, ლობჯანიძის გადაყენებისა და იმედა მღებრიშვილის დანიშვნის თაობაზე. გარდა ამისა, ადიგენის მუნიციპალიტეტი ვალდებულია იმპიჩმენტის წესით გათავისუფლებულ თავმჯდომარეს განაცდური აუნაზღაუროს.
უზენაესმა სასამართლომ ძალა დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც, ადიგენის საკრებულო ვალდებულია, ლევან ლობჯანიძე თავმჯდომარის თანამდებობაზე აღადგინოს. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 4 მარტის საკრებულოს სხდომის ოქმი, ლობჯანიძის გადაყნებისა და იმედა მღებრიშვილის დანიშვნის თაობაზე. გარდა ამისა, ადიგენის მუნიციპალიტეტი ვალდებულია იმპიჩმენტით გადაყენებულ თავმჯდომარეს განაცდური აუნაზღაუროს.