ლევან ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს, სამი დღის ვადაში დაუბრუნდება
07.02.2017
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იმპიჩმენტით გადაყენებული ლევან ლობჯანიძე ბრუნდება.
საკრებულოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, საქმე მართლმსაჯულების ორგანოს სამივე ინსტანციაში მოიგო. უზენაესი სასამართლოს განჩინება სხდომის თავმჯდომარემ თამაზ ძაძამიამ დეპუტატებს ცნობის სახით წარუდგინა, რის შემდეგაც, საკრებულოს პირველმა პირებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც, ადიგენის საკრებულო ვალდებულია, ლევან ლობჯანიძე თავმჯდომარის თანამდებობაზე აღადგინოს; ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 4 მარტის საკრებულოს სხდომის ოქმი, ლობჯანიძის გადაყნებისა და იმედა მღებრიშვილის დანიშვნის თაობაზე. გარდა ამისა, ადიგენის მუნიციპალიტეტი ვალდებულია იმპიჩმენტით გადაყენებულ თავმჯდომარეს განაცდური აუნაზღაუროს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.