ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა 15 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება.
სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ძაძამიამ ჩანიშნა. როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუსხრიკიძე განმარტავს, იქიდან გამომდინარე, რომ თავმჯდომარე შვებულებაშია, მის მოვალეობას მოადგილე თამაზ ძაძამია ასრულებს. ამიტომ დეპუტატების განცხადებაზე პასუხი მოადგილეს უნდა გაეცა. იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ძაძამია არ ჩანიშნავდა, პასუხისმგებლობას აპარატის უფროსი აიღებდა და თარიღს მიხეილ ბუსხრიკიძე დაასახელებდა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა რეგლამენტის მიხედვით, განაცხადის შეტანიდან ერთი კვირის ვადაში უნდა ჩაინიშნოს. დეპუტატებმა აღნიშნული მოთხოვნით წარმომადგენლობით ორგანოს,
8 თებერვალს მიმართა. რიგგარეშე სხდომაზე, სავარაუდოდ თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის თანამდებობიდან ხელახალ გადაყენებას მოითხოვენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით პოსტს
7 თებერვალს დაუბრუნდა.