ლევან ლობჯანიძის გადაყენების საკითხზე ფარული კენჭისყრა დაიწყო
დეპუტატებმა ლევან ლობჯანიძის გადაყენების საკითხზე ხმის მიცემა დაიწყეს.
სხდომათა დარბაზში სპეციალური ყუთია განთავსებული, სადაც წევრები პოზიციას ფარული კენჭისყრის გზით რიგ–რიგობით აფიქსირებენ.
რიგგარეშე საკრებულოს სხდომას თავნჯდომარის მოადგილე თამაზ ძაძამია უძღვება. მიმდინარე პროცესს აკვირდება "ქართული ოცნების" სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი კობა სამხარაძე.
საკრებულოს სხდომას ესწრებიან ადგილობრივი გამგეობის პირველი პირები და მედიის წარმომადგენლები.