ადიგენის საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში 99 კონკურსანტის 204 განცხადება დაფიქსირდა.
პირველი ეტაპი 96-მა აპლიკანტმა გადალახა. სამ მათგანს არასრული დოკუმენტაციის წარდგენის გამო, კონკურსში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. ყველაზე მეტი - 48 განცხადება ტურიზმის საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე შევიდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტმა 7 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი
17 თებერვალს გამოაცხადა. კონკურსანტებს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 26 თებერვლამდე ჰქონდათ.
კონკურსის მეორე ეტაპი ტესტირებაა. 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში კონკურსანტი ბოლო - გასაუბრების ეტაპს გაივლის.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძეა.