რატომ არ უნდა შემცირდეს თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა? - არასამთავრობოების არგუმენტები
04.04.2017
რეგიონული განვითარების სამინისტროს არგუმენტი, რომ თვითმმართველი ქალაქების შემცირება 40-50 მლნ ლარის საბიუჯეტო ეკონომიას გამოიწვევს, სიცრუეა.
ქალაქების ადმინისტრაციის გაუქმებით მხოლოდ 5 მლნ ლარი დაიზოგება, ისიც მაშინ თუკი არც ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში აღარ დასაქმდება- ამის შესახებ ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში 120 არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციის სახელით განაცხადეს.
განცხადების ავტორებმა იმ სარგებელზე ისაუბრეს, რაც ამ დრომდე, ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებიდან გამოყოფამ მოიტანა. მათი თქმით, ე.წ. გაუყოფელი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან 80% ქალაქს, ხოლო 20% დანარჩენ სოფლებს ხმარდება, რომლებთაც ახლა საკუთარი ბიუჯეტისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის საშუალება აქვთ.
არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციები ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრასა და საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყებას ითხოვენ. როგორც უწყებაში ,,რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას" განუცხადეს, სამინისტრო საჯარო მსჯელობის დაწყების მომხრეა და პროცესი რამდენიმე დღეში დაიწყება. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე, მათი მხრიდან კონკრეტული დეტალები არ გახმაურდება, რადგანაც თემა დამუშავების პროცესშია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.