ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ათ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.
ძირითადად ვაკანტურია გამგებლის წარმომადგენლების თანამდებობები. საჯარომოხელეთა შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე, დღეს, 18 აპრილს განთავსდა.
ვაკანტურია შემდეგი პოზიციები:
- გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ივერიაში;
- გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ოთაში;
- გამგებლის წარმომადგენელი სოფელ იდუმალაში;
- გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ხერთვისში და სოფელ გელსუნდაში;
- გამგებლის წარმომადგენელი სოფელ საროში და სოფელ ნიჯგორში;
- გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ვარგავში და სოფელ თოკში;
- გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ნაქალაქევში და სოფელ ფიაში;
- გამგებლის წარმომადგენელი სოფელ თმოგვში;
- გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ძველში;
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებში.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმების მსურველებმა, 27 აპრილამდე, განაცხადი ელექტრონულად უნდა შეავსონ.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. თავდაპირველად დოკუმენტების გადარჩევა მოხდება. მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს გასაუბრება საკონკურსო საატესტაციო კომისიის წინაშე მოუწევთ.