პოლონეთის დელეგაციამ ახალციხეში ერთკვირიანი ვიზიტი დაასრულა.
ვეიჰეროუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დღეს, 25 აპრილს გაემგზავრნენ. შვიდი დღის განმავლობაში დელეგაციას ახალციხის გამგეობა მასპინძლობდა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის სპეციფიკას, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნენ. გარდა ამისა, დაათვალიერეს სამცხე–ჯავახეთში არსებული საწარმოები და კულტურული ღირსშესანიშნაობები.
ვიზიტის პირველ დღეს სტუმრებმა და მასპინძლებმა სამომავლო ურთიერთობები დაგეგმეს და აქტივობებში უფრო მეტად ახალგაზრდების ჩართვაზე ისაურეს.
ორ მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც 2016 წელს ვეიჰეროუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტი განახორციელდა.
პოლონეთის დელეგაცია დღეს თბილისს დაათვალიერებს. სტუმრები საქართველოს 26 აპრილს გამთენიისას დატოვებენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფოტოები: