ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვისთვის იკრიბებიან
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვისთვის მზადება უკვე დაიწყეს.
მოსახლეობა მესხეთის თეატრის დარბაზში და ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე იკრიბება. ადგილზე უკვე იმყოფებიან საჯარო მოხელეები, რომლებიც შეკრებილი საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენენ. განხილვას ესწრებიან: სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, მუნიციპალიტეტების გამგებლები და სხვა საჯარო მოხელეები.
ადგილობრივებს საკონსტიტუციო ცვლილების პაკეტს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები გააცნობენ, რომლის თავმჯდომარეც ირაკლი კობახიძეა. მოქალაქეებს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცემა.
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, განხილვაზე მოსახლეობა სამცხე–ჯავახეთის მასშტაბითაა მიწვეული.
"რამდენსაც დარბაზი დაიტევს იმდენი ადამიანი დაესწრება" – აღნიშნავს გიორგი კოპაძე.
საყოველთაო განხილვაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში არ ჩამოვიდა.
ახალციხის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა გორში გაიმართება.