SSSS
პოლიტიკა
პრეზიდენტის ვეტო შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. მისი მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს ხვალ გადაეგზავნება.

პრეზიდენტის აზრით, ორივე კანონის სულისკვეთება ასუსტებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, პლურალიზმს და სახელმწიფოს ფუნქციონირებაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიუღებელია ასევე, ამ კანონების მიღების დაჩქარებული ფორმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი მოუწოდებდა ქვეყნის ხელისუფლებას, რომ საარჩევნო წელს არ მომხდარიყო ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო გარემოს შეეხებოდა. ამ შემთხვევაში კი, ორივე კანონი საარჩევნო გარემოს ეხება და არჩევნებამდე და 3 თვით ადრეა მიღებული.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს მოტივირებულ შენიშვნებს, მით უფრო, რომ მოტივირებული შენიშვნები ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების პოზიციას ეფუძნება.

"დარწმუნებული ვარ, რომ მმართველმა პარტიამ კიდევ უფრო აქტიურად უნდა მოუსმინოს განსხვავებულ აზრს და ეს განსხვავებული აზრი აქციოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემადგენელ ნაწილად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ვეტო "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექს" ეხება, რომლითაც 7 თვითმმართველ ქალაქს - თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთას და ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა.
"ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2014 წელს, "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში მიენიჭა, რომელიც დასაწყის ეტაპზე, ამ სტატუსის მინიჭებას 7 ქალაქისთვის ითვალისწინებდა. იგეგმებოდა პროცესის უფრო გაღრმავებაც.

ეს თავის დროზე შეფასდა უაღრესად დადებითად, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამის უკან შეტრიალება აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელია.
7 ქალაქისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში.
არადა თვითმმართველობა არის ის რეალური , ერთადერთი, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს, მთავარი შემკვეთის, ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი როგორ უნდა ემსახუროს სახელმწიფო საზოგადოებას არ არსებობს. ეს პროცესი პირიქით უნდა გაღრმავებულიყო", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

"საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებული შენიშვნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხებს ეხება.

"კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ერთი მხრივ ცესკოში მმართველ პარტიას მეტი რაოდენობის წევრი ეყოლება და მეტი შესაძლებლობა ეძლევა, მეორე მხრივ, კი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ცესკოს შემადგენლობაში აღარ იქნება ასახული.
ეს თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს და ასუსტებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას. საარჩევნო სტრუქტურებში პოლიტიკური პლურალიზმი უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს, რომ ამ სტრუქტურების ეფექტურობის და სამართლიანობის მიმართ ჩვენი საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო ამაღლდეს"
, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Facebook Twitter
Հայտնի..
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
Օրացույց
«« Հունվար  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/먹튀위크seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetbetigma girişnakitbahistürk ifşa킹콩티비matadorbet스마일퀄리티lunabetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetสล็อตBetigmajojobetjojobetcasinolevantjojobetbetvolevenüsbetumzugsfirma wienmatbethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom 9004Casibomdizipalkulisbetkulisbetkulisbetkulisbetlimanbetjojobetmarsbahisgoogle hit botuJojobetcasibomMatbetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotaaaadeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom giriş1xbet girişcratosroyalbetjojobetHoliganbetcasinolevantsekabet girişbetnanoExtrabetjojobet girişjojobet girişiptv satın aljojobetmarsbahismatbetcasibombets10jojobetjojobetmeritkingvdcasinosahabetcratosroyalbetjokerbetiptv satın alJojobetmagic mushroomscratosroyalbetcanlı maç izleroyalbet girişjojobetStreameastkiralık hackermatbetmavibetcasibom girişcasibomcasibommp3juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibombetsatholiganbetbbbbbbcccccholiganbetpusulabetpusulabetcasibomholiganbetdeneme bonusu veren yeni sitelerholiganbetcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahisivermectinmatbetcasibom girişлучшие казинолучшие казиноcasibom girişsahabetcasibom giriş1xbetmatadorbetiptv testcasinolevantjojobetpusulabetholiganbetretcasinodeneme bonusu veren siteler 2026Streameastslot gacorTotalsportekgrandpashabet